ცნობილი სტიქაროსნები (+11 ფოტო)

ცნობილი სტიქაროსნები (+11 ფოტო)

სტიქაროსანი ქრისტიანული ეკლესიის მსახურია, რომელსაც ევალება ზეთის კანდლების ანთება, ნახშირის გაღვივება საცეცხლურებში, ზარების რეკვა, სეფისკვერის დაჭრა, მოსახსენიებლების კითხვა, სამღვდელო პირის შემოსვა და სხვა დამხმარე საქმიანობა. მათ შეუძლიათ საკურთხეველში შესვლა, მაგრამ ტრაპეზზე შეხება - არა.

მრავალმა პირმა, რომლებიც დღეს სხვადსხვა სასულიერო ხარისხში იმყოფებიან, ღვთისმსახურება სწორედ სტიქაროსნად დაიწყო. თუმცა არიან ისეთი სტიქაროსნებიც, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც საერო ცხოვრებით ცხოვრობენ და პარალელურად სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან.

ცნობილია, რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, პატრიარქის სტიქაროსანი იყო და რელიგიის ისტორიაში ლექციებს კითხულობდა.

სტიქაროსანია რუსთავის მერი დავით ჯიქიაც. სტიქაროსნად მსახურობდა სამებაში ტელეწამყვანი, ამჟამად კათოლიკური ეკლესიის მრევლი ლევან სუთიძე და მისი კოლეგა გიორგი გაბუნია.

სტიქაროსანია მსახიობი ბესო ბერულაშვილი და მისი კოლეგები კახა მიქიაშვილი და ლევან ჯიბღაშვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: სტიქაროსანი ვასო ფხაკაძე

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო