მცხეთასთან მომხდარი ავარიისას სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე გარდაიცვალა

მცხეთასთან მომხდარი ავარიისას სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე გარდაიცვალა

მცხეთასთან წუხელ მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი იმერლიშვილი აღმოჩნდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, იმერლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, თბილისიდან მცხეთის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა "ტრაილერს" შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ისმოდა აფეთქებების ხმაც.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

"საქართველოს ბანკის" დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა