უსაფრთხო ზაფხული კლინიკა „მედსი“-სთან ერთად! სქესობრივი და ფიზიკური ჩამორჩენა განკურნებადია!!!

უსაფრთხო ზაფხული კლინიკა „მედსი“-სთან ერთად! სქესობრივი და ფიზიკური ჩამორჩენა განკურნებადია!!!

თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული სამედიცინო მომსახურება!

ქალაქის ცენტრში, ვერის ერთ-ერთ პატარა ქუჩაზე, ქიაჩელის 18 ნომერთან, მუდმივად ხალხმრავლობაა. ასაკოვანი ადამიანები, ბავშვები, სტუდენტები, ახალგაზრდები, შუა ხნის ხალხი....ნაკადს ნაკადი ენაცვლება... ამ კლინიკის შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა არ შემექმნა. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ტერიტორიულად ახლოს მდებარე კლინიკის ძებნა დავიწყე და მეგობრის რჩევით მეც ამ ნაკადში მოვხვდი. პირველი, რაც თვალში მომხვდა მომსახურე პერსონალის ღიმილიანი სახეები იყო... სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი: "მობრძანდით", "რით შეგვიძლია დაგეხმაროთ", "მიგაცილებთ ექიმამდე", "თუ რამე დაგჭირდეთ არ მოგერიდოთ." მოკლედ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ყველა ჩემზე ზრუნავს, მაგრამ მოსაცდელში გაჩერებულმა, იმდენი მადლიერი პაციენტის საუბარი მოვისმინე, რომ კიდევ უფრო გამიკვირდა, როგორ ახერხებენ ყველასთვის ამდენი ყურადღების დათმობას... საოცრად გულისხმიერი და კვალიფიციური ოჯახის ექიმები დამხვდენენ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ. ეს რაც შეეხება გარემოს და მომსახურების ხარისხს, მაგრამ მთავარი ის არის, რა მომსახურები აქვთ და რა ფასად.

ძალიან მომხიბლა აქციამ "უსაფრთხო ზაფხული", რომლის ფარგლებშიც თითქმის განახევრებულ ფასებად შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფარისებრის კვლევა( ექოსკოპიური და ლაბორატორიული), გინეკოლოგიური ექოსკოპია და გინეკოლოგის კონსულტაცია, სრული პედიატრიული გამოკვლევა(სპეციალისტების კონსულტაციების ჩათვლით),კარდიოლოგის კონსულტაცია და კარდიოლოგიური კვლევები, ნევროპათოლოგის კონსულტაცია, ისარგებლოთ დიაბეტიანებისათვის შედგენილი სპეციალური ფასდაკლების პაკეტებით, არ იდგეთ გრძელ რიგში და დროის უქონლობის შემთხვევაში დისტანციურად მიიღოთ ინფორმაცია თვქენი ლაბორატორიული კვლევების შედეგების შესახებ. ყველაზე მოსახერხებელი კი შაბათი დღეა, განსაკუთრებით დასაქმებული ბენეფიციარებისათვის, რომლებსაც შაბათ დღესაც შეუძლიათ სრული სამედიცინო მომსახურების მიღება აღნიშნულ კლინიკაში.

ასევე ფუნქციონირებს ქირურგიული კაბინეტი სრული მომსახურებით მცირე ტიპის ქირურგიულ მანიპულაციებზე. უროლოგიის კაბინეტი, ყელ-ყურის კაბინეტი, ენდოკრინოლოგიის კაბინეტი, ოფთალმოლოგიის კაბინეტი, ტარდება ანტირაბიული ვაქცინაციები.

ახლა კი ყველაზე მთავარი: ნამდვილად არაფერი ვიცოდი ზრდის ცენტრის შესახებ... კედელზე წარწერა ვნახე მიმართულების ნიშნით "ზრდის ცენტრი", დავინტერესდი, რას ნიშნავს-მეთქი და აი, რა შევიტყვე:

კლინიკა,, მედსის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და სქესობრივი განვითარების დეპარტამენტი, რომელსაც ხელმძღვანელობს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი - ბავშვთა ენდოკრინოლოგი მაია რეხვიაშვილი.

აღნიშნულ დეპარტამენტში 2010 წლიდან მუშაობს ბავშვთა ,,ზრდის ცენტრი’’, სადაც ხორციელდება იშვიათ დაავადებათა მართვის სახელმწიფო პროგრამა.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ორი დიაგნოზის (ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის) უფასო ამბულატორიულ და მედიკამენტოზურ - ზრდის ჰორმონით უზრუნველყოფობას.

ზრდის ცენტრში პაციენტებს უტარდებათ კვალიფიციური მომსახურეობა, რაც ზრდაში ჩამორჩენის მიზეზების დროულ დიაგნოსტიკასა და ასევე საჭიროების შემთხვევაში ზრდის ჰორმონით შენაცვლებით თერაპიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანიშვნას გულისხმობს.მკურნალობა მიმდინარეობს კომპელქსურად, სარეაბილიტაციო პროცედურებით ( კლინიკაში ფუნქციონირებს რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი, თავისი სავარჯიშო დარბაზით და საჭირო ინვენტარით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი მანანა რუხაძე) და მედიკამენტოზური მკურნალობით. რაც ნიშნავს, იმას, რომ დიაგნოზის დროულად დასმის შემთხვევაში, მარტივადაა შესაძლებელი პათოლოგიის განკურნება ნაწილობრივ ან სრულად. (გააჩნია დიაგნოზის სირთულეს).

ასე, რომ, თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი პრობლემები, ნუ ჩაიქნევთ ხელს და ნუ შეშინდებით, ფიზიკური და სქესობრივი ჩამორჩენა განაჩენი არ არის. მთავარია დროული და სწორი მკურნალობა.

ნებისმერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკა"მედსის" მედპერსონალს და მიიღოთ კვალიფიციური მომსახურება. კლინიკა "მედსი" თქვენი ჯანმრთელობის საიმედო კერაა, მე ამაში საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი. შეგიძლიათ სცადოთ თქვენც!

ლ. ქიაჩელის 18, 2 14 57 57

რუსთავის გზატკეცილი 19/4 2 18-15 40

მობილური 568 315 353

www.facebook.com/pages/Medsi/

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი