გურჯაანის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ამ დროისთვის გურჯაანის რაიონულ საავდმყოფოში იმყოფებიან.
ექიმების განცხადებით, ავტოავარიის შედეგად სამი დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვლა, ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დროისთვის სტაბილურია.
თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ცენტრალურ ავტომაგისტრალზე "ჟიგულის" მარკის ავტომანქანა გადმოვიდა, რა დროსაც "ფოლკსვაგენ ვენტოს" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და "ჟიგულს" შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.