კარგად დაფიქრდით, ვიდრე სოციალურ ქსელში საკუთარ ფოტოებს გამოფენთ, რადგან შესაძლოა, ერთ დღეს მერობის კანდიდატობა გარგუნოთ ბედმა და საკუთარი ფეისბუქის გვერდზე თქვენ მიერვე გამოქვეყნებულმა პოსტებმა გარკვეული უხერხულობები შეგიქმნათ...
მას შემდეგ, რაც ქსელში პლაჟზე მყოფი დავით ნარმანიას ფოტო გავრცელდა, რომელიც საზამთროს ჭრიდა, ამავე სივრცეს მისი მორიგი ფოტო იპყრობს. "ბიძინა ივანიშვილის სახელობის მერობის კანდიდატი. მაუგლი!!", - წერენ ნარმანიაზე.
"ამას ჩაცმული სურათები აქვს? რა უბედურებაა, არ იყოს ესეც ბოდიბილდერი", - იხილავთ ფოტოს ქვეშ ასეთი ხასიათის კომენტარებს.