ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ავარია კახეთში

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - ავარია კახეთში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა "06"-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა მგზავრი ჩაისვა და ცენტრალურ მაგისტრალზე საწინააღმდეგო მიმართულებით მობრუნებას ცდილობდა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილს შეეჯახა. "06"-ის ავტომანქანის მძღოლი გურჯაანის საავადმყოფოში მიყვანიდან 1 საათში გარდაიცვალა. ასევე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი მძიმედ დაშავებული ორი მგზავრი, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები და მოტეხილობები აქვთ.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია