საშინელი ავარია სართიჭალაში: მამაკაცი და 2 წლის ბავშვი გარდაიცვალნენ

საშინელი ავარია სართიჭალაში: მამაკაცი და 2 წლის ბავშვი გარდაიცვალნენ

სართიჭალაში დღეს მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და BMW-ს მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მჯდარი მამაკაცი და 2 წლამდე ასაკის ბავშვი. ამავე ავტომობილში მყოფი ერთი ქალბატონი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილები, სავარაუდოდ, მამა-შვილი არიან.

ავტომობილს აზერბაიჯანული ნომრები ჰქონდა და გარდაცვლილებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

შემთხვევის გამო ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, საგანგებო სიტუაციათა სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია