რიკოთზე გუშინ საღამოს მომხდარი ავტოავარიის შედეგად 14 წლის გოგონა გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 10 ადამიანია დაშავებული.
როგორც Ambebi.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
რიკოთზე გუშინ საღამოს ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.
ცნობილია, რომ ავტობუსს, რომელსაც ტრაილერი შეეჯახა, ბულგარეთში გასტროლებზე მოზარდთა ცეკვის ანსამბლი მიჰყავდა.


