10 სიმპათიური მამაკაცი, რომელიც ქალად დაიბადა (+10 ფოტო)

10 სიმპათიური მამაკაცი, რომელიც ქალად დაიბადა (+10 ფოტო)

1. ბალიან ბუშბაუმი დაიბადა 1980 წელს, როგორც ივონ ბუშბაუმი. ის არის ყოფილი გერმანელი ჭოკით მხტომელი. მიუხედავად იმისა, რომ ის მეორე საუკეთესო ჭოკით მხტომელი იყო გერმანიაში, 2007 წელს ბუშბაუმმა სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა ტრავმის გამო. მან აგრეთვე გამოთქვა სქესის შეცვლის თერაპიის კურსის გავლის სურვილი. 2008 წელს მან ოფიციალურად შეიცვალა სახელი, გაიკეთა ოპერაცია და შეიცვალა სქესი.

2. პორნო ფილმების რეჟისორი და ტრანსსექსუალი ბაკ ეინჯელი ლგბტ თემის კერპია. ბაკიმ 2007 წლის პორნო ფილმების დაჯილდოებაზე გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო ტრანსსექსუალმა მსახიობმა. ახლა ის მუშაობს უფლებადამცველად, მასწავლებლად, წერს და აქვს თავისი კინოკომპანია.

3. ლორენ რექს კემერონი არის ამერიკელი ფოტოგრაფი, მწერალი და ტრანსსექსუალი აქტივისტი. მის ნამუშევრებში შედის ავტოპორტრეტები და ლესბო და ტრანსსექსუალი სხეულების პორტრეტები. მან ფირზე ასახა საკუთარი ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია მდედრიდან მამრამდე.

4. ამერიკელი იან ჰარვი არის "სთენდ აფ" კომიკოსი, რომელიც ხშირად იყენებს ტრანსექსუალობას სახუმარო თემად. ის საკმაოდ ცნობილი ადამიანია ლგბტ პოპ კულტურაში.

5. 1979 წელს კანადაში დაბადებული ლუკას სილვიერა ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ღია ტრანსი მამაკაცი, რომელიც პოპულარულ როკ ბენდში უკრავდა. სილვიერა არის სიმღერების ავტორი, ვოკალისტი და ბენდის The Clicks გიტარისტი.

6. როკო კაიატოსი, ცნობილი ფსევდონიმით ”კატასტროფა” ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელია. კაიატოსი ითვლება პირველ ღია ტრანსგენდერ შემსრულებლად ჰიპ-ჰოპ ჟანრში.

7. ტომას ბიტიმ მსოფლიო ყურადღება მაშინ მოიპოვა, როდესაც ღიად გამოჩნდა პრესაში, როგორც მსოფლიოში პირველი ”ფეხმძიმე” მამაკაცი. მდედრობითი სქესით დაბადებული ბიტი 25 წლამდე ქალად ცხოვრობდა, შემდეგ დაიწყო ჰორმონების მიღება, მაგრამ გადაწყვიტა, რომ სასქესო ორგანო დაეტოვებინა, რათა მას და მის ცოლს შვილების ყოლის საშუალება ჰქონოდათ. ბიტის მას შემდეგ სამი შვილი გაუჩნდა და ისევ აგრძელებს ჰორმონების მიღებას.

8. რაიან სალანსი დაიბადა როგორც კიმბერლი ენ სალანსი და ახლა არის ლგბტ უფლებების დამცველი და მოგზაურობს ამერიკაში, რათა მიაწოდოს ხალხს განათლება ტრანსგენდერულ  და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით.

9. ანდრეას კრიგერი გერმანელი ბირთვის მსროლელი იყო, რომელიც მონაწილეობდა აღმოსავლეთ გერმანიის ქალ ათლეტთა გუნდში. ახალგაზრდობიდანვე დაუკითხავად მწვრთნელები ასმევდნენ სტეროიდებს, რამაც უფრო და უფრო მასკულინური გახადა. კრიგერი 1990 წელს წამოვიდა სპორტიდან და 1997 წელს სქესი შეიცვალა.

10. ჩაზ ბონო ცნობილი ამერიკელი მომღერლების, სონი ბონოს და შერის ქალიშვილია. 25 წლისამ გააკეთა განცხადება, რომ ლესბოსელი იყო, მაგრამ შემდეგ გაანალიზა, რომ რეალურად ტრანსგენდერი ყოფილა. ჩაზმა სქესი შეიცვალა და ახლა ბედნიერად ცხოვრობს, როგორც მამრი. ჩაზი მონაწილეობდა პოპულარულ სატელევიზიო შოუში ”ეცეკვე ვარსკვლავს”.

მომზადებულია oddee.com-ს მიხედვით.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო