რას ერჩოდნენ ლევან სუხიტაშვილს მოღალატე ცოლების ქმრები

რას ერჩოდნენ ლევან სუხიტაშვილს მოღალატე ცოლების ქმრები

ლევან სუხიტაშვილმა ცხრა წლის წინ პროექტ ''ამტანში'' გაიმარჯვა. სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე მაკა ვასაძე. ხიფათი და შარი მის ცხოვრებას ყოველთვის თან სდევს, მაგრამ ბედი სიურპრიზებითაც ხშირად ანებივრებს. ის ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მიიწვიეს. ლევანს მის ცხოვრებაზე ვესაუბრეთ.

კონკურსში მონაწილე ოჯახი

- ლევან, მშობლებს თავიანთი სიყვარულის ამბავი მოუყოლიათ შენთვის?

- პატარები იყვნენ, როცა შეუღლდნენ. მამა ჩემზე ჩვიდმეტ წლითაა უფროსი. თურმე დედას ცხენით აკითხავდა. როგორც პრინცი, ისე მივიდა და ნამდვილ პრინცს თამაშობდა. ცხენით რომ მოვიდეს შენთან ''პრინცი'', არ მოიხიბლები?

- მგონი, ასეთი რამ ყველა დროში გაამართლებს.

- ხომ წარმოგიდგენია, რამდენიმე წლის წინ დედაზე როგორ იმოქმედებდა. ძალიან მალე შეუღლდნენ და გავჩნდი მე. ჩემ მერე დაიბადა ძმა, რომელიც ექვსი თვის ასაკში დაიღუპა. მერე დაიბადა გიორგი და ძალიან დიდი ხნის შემდეგ - ნინო. მგონი, მეტი და- ძმა არ გვყავს. მამა ამ საკითხზე ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ფოტოზე მე და გიორგი ვართ.

იხილეთ გაგრძელება