იარაღით დაჭრა ლამისყანაში - ეჭვმიტანილია საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

იარაღით დაჭრა ლამისყანაში - ეჭვმიტანილია საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე

2014 წლის 17 ივლისს, შუა დღით, კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში, შპს "მექანიზატორის" მენეჯერი კახა ღვინაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ეჭვმიტანილი კასპის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ გოგიაშვილია.

სისხლიანი გარჩევა ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო. ავთანდილ გოგიაშვილსა და კახა ღვინაძეს შორის კამათი ყანის მკის დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგიაშვილი შპს "მექანიზატორის" წარმომადგენელს საკუთარი ყანის დროულად აღებას სთხოვდა, რაზედაც უარი მიიღო.

არსებობს დაპირისპირების კიდევ ერთი მოტივი - ავთანდილ გოგიაშვილის შვილი სოფელ ლამისყანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი მოსალოდნელი იყო, სოფელში რაიონის გამგებლის წარმომადგენლად კახა ღვინაძის დანიშვნა. გოგიაშვილსა და ღვინაშვილს შორის დაძაბულობა ამასაც უკავშირდება.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია