თბილისში, სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა დაეჯახა - 3 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

თბილისში, სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა დაეჯახა - 3 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ბოლო განახლება | შეჯახების შედეგად მანქანების ნაწილები მიმდებარე ტერიტორიაზეა მოფენილი - ავარია სანაპიროზე და სამი დაშავებულის მდგომარეობა

თბილისში, რესტორან "თაღლაურას" მიმდებარე ტერიტორაზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა დაეჯახა. როგორც Ambebi.ge-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ავტომობილები დაზიანდა და მანქანების ნაწილები მიმდებარე ტერიტორიაზეა მოფენილი.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი, ერთ-ერთი ავტომობილიდან მგზავრის გადმოყვანას კი სამაშველო სამსახური სპეციალური მოწყობილობებით ცდილობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ წუთებში მოძრაობა შეფერხებულია.

შემთხვევის ადილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია