შეჯახების შედეგად მანქანების ნაწილები მიმდებარე ტერიტორიაზეა მოფენილი - ავარია სანაპიროზე და სამი დაშავებულის მდგომარეობა

შეჯახების შედეგად მანქანების ნაწილები მიმდებარე ტერიტორიაზეა მოფენილი - ავარია სანაპიროზე და სამი დაშავებულის მდგომარეობა

სანაპიროზე, "თაღლაურასთან" მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც Ambebi.ge-ს კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება , დაშავებულთაგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ორ დაშავებულს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და და ისინიც "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაჰყავთ.

თბილისში, რესტორან "თაღლაურას" მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა და მანქანების ნაწილები მიმდებარე ტერიტორიაზეა მოფენილი.

შემთხვევის ადილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია