"ბოინგ 777"-ის 196 მგზავრის ცხედარი ნაპოვნია

"ბოინგ 777"-ის 196 მგზავრის ცხედარი ნაპოვნია

უკრაინაში ჩამოგდებული "ბოინგ 777"-ის 196 მგზავრის ცხედარი ნაპოვნია.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებს შეიარაღებული "ბოევიკების" წინააღმდეგობამ ხელი შეუშალა.

"ამ დროისთვის ნაპოვნია 196 გარდაცვლილის ცხედარი. სამძებრო სამუშაოები 34 კვადრატულ კილომეტრზე მიმდინარეობს", - ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" 17 ივლისს ჩამოვარდა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია