16 წლის სპორტსმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

16 წლის სპორტსმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

კარატეში საქართველოს ორგზის ჩემპიონი, 16 წლის სპორტსმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

შემთხვევა მუხიანის დასახლებაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, არასრულწლოვანმა სპორტსმენმა თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კი მან საკუთარ მწვრთნელს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა, სადაც ამბობდა, რომ "თავში ცუდი აზრი მოუვიდა". თვითმკვლელობის შესაძლო მიზეზები უცნობია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია