"ბიბლუსმა" ბათუმში ღია საზღვაო ბიბლიოთეკა გახსნა

"ბიბლუსმა" ბათუმში ღია საზღვაო ბიბლიოთეკა გახსნა

მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" ბათუმში ღია საზღვაო ბიბლიოთეკა გახსნა. ბიბლიოთეკა საზაფხულო თეატრის მოპირდაპირე პლაჟზე მდებარეობს. ღია ბიბლიოთეკის გახსნა გვიან ღამით, ირაკლი ფაღავას პოეზიის გაცნობით აღინიშნა. პლაჟზე, კოცონის გარშემო შეკრებილები, წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მხიარულობდნენ.

როგორც "ბიბლუსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა თათა დგებუაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ღია ბიბლიოთეკით სარგებლობა მომხმარებელს პირადობის მოწმობით შეუძლია. მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტი არის სოციალური, რომელსაც "ბიბლუსი" მეოთხე წელია ახორციელებს.

"ბათუმის ღია საზღვაო ბიბლიოთეკა გაიხსნა. ვფიქრობ, თბილი საღამო გამოგვივიდა. შევიკრიბეთ ირაკლი ფაღავას ლექსების და მუსიკის მოსასმენად. გვაქვს წითელი ღვინო და მშვენიერი ამინდი. იმედი მაქვს, ჩვენს მომხმარებლებთან უფრო ახლოს მივედით და თბილი გარემო შევუქმენით წიგნებთან ერთად. რაც შეეხება ბიბლიოთეკას, ის იმოქმედებს სეზონის ბოლომდე. მომხმარებელს შეუძლია პირადობის მოწმობით მოვიდეს და აიღოს წიგნი. ეს არ არის კომერციული პროექტი, ეს არის სოციალური პროექტი, რომელსაც "ბიბლუსი" მეოთხე წელია ახორციელებს", - აღნიშნა თათა დგებუაძემ.

"ბიბლუსის" ღია ბიბლიოთეკა სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს