როგორ მიმართავენ ცნობილი სახეები დედამთილებს... - "დამხვედრზე ბევრი რამ არის დამოკიდებული"

როგორ მიმართავენ ცნობილი სახეები დედამთილებს... - "დამხვედრზე ბევრი რამ არის დამოკიდებული"

რძალ-დედმათილის ურთიერთობა ხშირად ხდება განხილვისა და კრიტიკის საგანიც კი, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებით, ცალმხრივად მოვლენები ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ განვითარდება, თუ ხელისშემშლელი, ან ხელისშემწყობი ფაქტორები არ არსებობს. სასიხარულოა, რომ ბოლო პერდიოში სტერეოტიპი რძალ-დედამთილის ცუდი ურთიერთობის შესახებ მეტ-ნაკლებად ინგრევა, რისი ნათელი მაგალითებიც ჩვენი რესპონდენტები არიან - გვანცა დარასელია, მაკო დოლიძე და ანა ტყებუჩავა.

ანა ტყებუჩავა, მსახიობი:

- როცა მე და ჩემი მეუღლე მეგობრები ვიყავით, ლევანთან სახლში იყო წვეულება და იქ გავიცანი ჩემი მომავალი დედამთილი ინგა ჯავახიშვილი, რომელთანაც დღეს ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. ლევანის ოჯახის წევრებმა თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე, რადგან მართლა კარგი ადამიანები არიან. საერთოდ, მიჭირს ჩემიანებზე ასე საჯაროდ ლაპარაკი, მაგრამ რეალურად ინგა ძალიან მშვიდი, წყნარი, განათლებული ქალია, რაც მთავარია, უნდა, რომ მისი შვილი ბედნიერი იყოს. შეიძლება, მე მისთვის არ ვიყო იდეალური რძალი, რასაც საერთოდ არ მაგრძნობინებს, პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, თუ რამეში გვჭირდება, ზუსტად ისე დაგვეხმაროს, როგორც ჩვენ გვინდა და არა ისე, როგორც მშობლებს უნდათ. ადამიანისგან არაფერი რომ არ გინდა და მისი ნახვა მაინც გიხარია, გაქვს სურვილი იმისა, რომ ხშირად იყოს შენთან, ესე იგი ყველაფერი კარგადაა.

- ანა, შენ და შენი მეუღლე ცალკე ცხოვრობთ?

- კი, მაგრამ ჩვენი სახლი არის ჩემი და ლევანის მშობლების სახლიდან 150 მეტრით დაშორებული, გვინდოდა, ახლოს ვყოფილიყავით, როგორც ჩემს მშობლებთან, ასევე ლევანის ოჯახთან და ამ მხრივ ნამდვილად გაგვიმართლა. გამოდის, რომ ყველანი ცალ-ცალკე ვართ, ვცხოვრობთ დამოუკიდებლად და ყველას იქ გვიდევს ლარნაკები, დანები და ჩანგლები, სადაც გვინდა, მაგრამ თუ დაგვჭირდება, 5 წუთში ვიკრიბებით ერთად.

- დედამთილს როგორ მიმართავ?

- თქვენობით ვესაუბრები, მაგრამ მივმართავ სახელით - ინგა. დედას დაძახება არც მას უნდოდა, ალბათ ბევრს იცინებდა, ასე რომ მიმემართა და მეც სასაცილო მგონია მიმართვის ეს ფორმა. დედამთილი უფრო მკაცრ, პრეტენზიულ ადამიანთან ასოცირდება, ჩემს გმირს, ნინას რომ დედამთილი ჰყავს, დაახლოებით ისეთია დედამთილზე შემქნილი სტერეოტიპი, ინგა კი სრულიად განსხვავებულია. ჩემთვის ადამიანის კარგი თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უარყოფითი, რომელიც ყველას გვაქვს, ნეგატიური წვრილმანებით ცხოვრების არევა არ ღირს.

გვანცა დარასელია, ტელეწამყვანი:

- ნიშნობამდე მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახის წევრები ერთამენთს გავაცანით და ჩემი დედამთილიც მაშინ გავიცანი. ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, დედამთილიც და მამამთილიც ძალიან კარგი ადამიანები არიან, ყველანაირად მეხმარებიან, ძალიან მიდგანან გვერდში. როცა რაღაც პრობლემაა, ყოველთვის ჩემს მხარეს არიან და ცდილობენ, თავი კარგად მაგრძნობინონ. რაც მთავარია, არასდროს ერევიან ჩვენს გადაწყვეტილებებში, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე ოჯახის შექმნამდეც ძალიან დამოუკიდებელი იყო და დღემდე ასეა. აქედან გამომდინარე, არანაირი საფუძველი არ მაქვს, ცუდი ურთიერთობა მქონდეს დედამთილთან, მამამთილთან ან მულთან, რომელიც დასავით მიყვარს და ჩემი კარგი მეგობარია.

იხილეთ სრულად