რას ყვება "კაზანტიპის" ორ ფესტივალში მონაწილე ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი

რას ყვება "კაზანტიპის" ორ ფესტივალში მონაწილე ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი

რას ყვება "კაზანტიპის" ორ ფესტივალში მონაწილე ქართველი", - ამ სახელწოდებით სტატიას გაზეთი "ალია" აქვეყნებს. რა პროექტია "კაზანტიპი", როგორია მისი შინაარსი და რატომ აქვს საზოგადოებას მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება? "ალიას" ესაუბრა ირაკლი ლატარია, რომელც ამ ფესტივალს ორჯერ დაესწრო:

"წინასწარ იწერებოდა, რომ იწყება ფესტივალი "კაზანტიპი", მაგრამ როგორც ფესტივალს, უკრაინაში მას ნაკლებად იცნობდნენ. მათთვის ეს ფესტივალი ცნობილია, როგორც "გულიანკა", სადაც თავს იყრიდა თითქმის ყველა დიჯეი, ვინც კი ცნობილია უკრაინაში. იქ იყო ყველა წამყვანი კლუბის, სტრიპტიზბარის წარმომადგენელი... მოკლედ, 30 ივლისიდან, თუ ზუსტად მახსოვს, აგვისტოს ბოლომდე იყო ეს "გულიანკა". ამ პერიოდში, კიევში თუ სადმე კარგი კლუბი იყო, ხსნიდნენ თავიანთ კლუბს სანაპიროზე. უკრაინა, ზოგადად, ცნობილია ქვეყნად, სადაც უამრავი ადამიანი ჩადიოდა დროს გასატარებლად, ვინც იცოდა "კაზანტიპის" არსებობა, ისინი ჩადიოდნენ იმიტომ, რომ მიეღოთ ღამის ცხოვრების სიამოვნება. უამრავი ქვეყნიდან ჩამოსულან სტუმრები, მე პირადად იქ შემხვედრიან გერმანელები, ჩეხები, ამერიკელები, ესპანელები, თურქები, რომლებსაც თავიანთი ბარები თუ სასტუმროები ჰქონდათ. წამყვანი კლუბების მფლობელები, დიჯეები, მოცეკვავეები, ქმნიდნენ სანაპიროზე გართობის უმაღლეს მწვერვალს. მანდ იყო ყველანაირი გართობა და ყველანაირი ადამიანი.

ფასები - დაახლოებით 200-დან 300 დოლარამდე მერყეობდა ვიზა. ანუ, გააჩნია რომელ პერიოდში, საჭმელებსა და ბარებს რაც შეეხება, საკვები, რომელიც დაგანაყრებდა, დაახლოებით 60 დოლარი ჯდებოდა. გამაგრილებელი სასმელები ღირდა ძვირი, ძალიან ძვირი იყო ალკოჰოლური სასმელი.

უამრავი მოცეკვავე ჰყავთ "კაზანტიპზე" ხარკოვიდან, ბევრი გოგო გავიცანი მოცეკვავეები და ისინი ასე იძახდნენ, რომ შეჯიბრებისთვის ჩამოვედითო, ანუ როგორც მოცეკვავეების ფესტივალი, ისე იყვნენ, თუნდაც სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონები. მე პირადად იალტაში ვცხოვრობდი, დაახლოებით 25 წუთი უნდოდა "კაზანტიპამდე" ჩემი სანაპიროდან, მაგრამ ყოველდღე იქ ვიყავი და ტარდებოდა შეჯიბრებები, კონკურსები, ცეკვები, სტრიპტიზი...

რაც შეეხება "ნაშობას", რომელზეც ბევრს საუბრობენ ჩვენი ახალგაზრდები, ეგ არც "კაზანტიპის" გარეშეა პრობლემა არსად, მაგრამ კარგია, როდესაც უამრავი ლამაზი ადამიანი ეწვევა ჩემს ქვეყანას და აქ რას იზამენ, ეს მათი საქმეა. კი, მაგრამ მანდ რა შუაშია ტურიზმიო, კითხვას სვამენ ხოლმე. ტურიზმი არის, დასვენება, მოგზაურობა და თავისუფალი დროს დახარჯვა, ასევე ბიზნესის განვითარებაც. მაგ დროს, ეგეც ტურიზმია. თავისუფალი დრო, შვებულება ავიღოთ, მაგალითად, უნდა გაატარო იქ, სადაც უკეთესი პირობებია და უკეთესი შემოთავაზებები. "კაზანტიპზე" კი, ყველაფერ ერთად იყო. კლუბებიც, როგორც სანაპიროზე და იახტები, რომლებშიც დისკოთეკები იმართებოდა, თვითონ სანაპიროზე რომანტიკული გარემო იყო შექმნილი. მგონი, ეგ არის სწორედ დასვენება და კარგი დროსტარება".

"ალიასთან" ინტერვიუში რესპოდენტი ფესტივალზე უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო. "გარეთა პერიმეტრზე თითქმის ყოველ 10-20 მეტრში იდგა პოლიციელი, მაგრამ არაფერს გეუბნებოდა, უბრალოდ, შემოღობილივით ჰქონდათ", - ამბობს ირაკლი ლატარია.

ასევე დაგაინტერესებთ | "შიშველი სიმართლე" კაზანტიპზე: რა ხდება რეალურად ფესტივალზე, რომელსაც მთელი საქართველო ელის (+VIDEO)

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?