"ჩვენმა სიყვარულმა ბეწვის ხიდზე გაიარა" - რა შეიცვალა ლევან ჯავახიშვილსა და მარიამ ოშხნელს შორის ქორწინების შემდეგ

"ჩვენმა სიყვარულმა ბეწვის ხიდზე გაიარა" - რა შეიცვალა ლევან ჯავახიშვილსა და მარიამ ოშხნელს შორის ქორწინების შემდეგ

ორი ტელეჟურნალისტის, ლევან ჯავახიშვილის და მარიამ ოშხნელის ხანგრძლივი რომანი ბევრი სირთულის მიუხედავად, ქორწინებით დასრულდა. ჟურნალი "სარკე" მარიამ ოშხნელთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც რესპოდენტი ამბობს, რომ მისმა და ლევანის სიყვარულმა "ბეწვის ხიდი გაიარა".

"შეყვარებულობის პერიოდში ბევრი სირთულე გადავლახეთ, ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე რომელიმე წყვილს გადაულახავს. სულ ბეწვის ხიდზე გვიწევდა სიარული იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა აქამდე მოგვეტანა. ვფიქრობ, ცხოვრებაში რაღაც კარგი თუ გინდა, აუცილებლად უნდა დაიმსახურო და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ დიდი ბედნიერება გერგოს. მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთი დავიმსახურეთ და ისიც დავიმსახურეთ, რაც ახლა გვაქვს. ზუსტად ვიცი, ეს ურთიერთობა არასოდეს დასრულდება. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ეს ის შემთხვევაა, როცა ზუსტად იცი, რომ შენ გვერდით მყოფი ადამიანი ნამდვილად შენი მეორე ნახევარია და ძალიან უყვარხარ. რაც მთავარია, შეგიძლია თვალები დახუჭო და ბოლომდე ენდო. გამიმართლა, რომ ჩემი ცხოვრება იმ ადამიანს დავუკავშირე, ვინც მართლა ჩემი მეორე ნახევარია და ზუსტად ვიცი, რომ ის ყოველთვის ყველაზე მეტად მეყვარება", - ამბობს "სარკესთან" ინტერვიუში მარიამი.

ჟურნალისტის თხოვნაზე, გაეხსენებინა კონკრეტული დაბრკოლება, რომელმაც წყვილზე ძალიან იმოქმედა, მარიამი პასუხობს:

"თუნდაც ის, რომ საქართველოში არასტაბილური გარემოა. ბევრჯერ გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა, მაგრამ სულ რაღაც გვიშლიდა ხელს და გადავდებდით ხოლმე. მე თუ ვმუშაობდი, ლევანი არ მუშაობდა, ლევანი თუ მუშაობდა, მე არ ვმუშაობდი. სამსახურის და ხელფასის გარეშე თანაცხოვრების დაწყება ძალიან რთულია. მით უმეტეს, მაშინ, როცა ლევანს კიდევ აქვს დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ძალიან კარგად უნდა შეასრულოს. უკვე გადავდგით ნაბიჯი და დავქორწინდით. იმედია, ყველაფერი სტაბილურად და კარგად გაგრძელდება. ამის გარდა, კიდევ იყო სხვა პრობლემები, მაგრამ ამის გახსენება დიდად არ მინდა".

გულახდილ ინტერვიუში მარიამმა ის ნერვიულობაც გაიხსენა, რაც თან სდევდა ქორწილის წინა პერიოდს.

"ვფიქრობდი იმაზე, რომ ყველაფერი იცვლებოდა, სრულიად ახალ ცხოვრებას ვიწყებდი იმ ადამიანთან ერთად, ვინც ძალიან მიყვარს... ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი, ის იყო, ლევანს თუ მოვეწონებოდი საქორწილო კაბაში, ამ ვარცხნილობით და მაკიაჟით...

...ქორწინების შემდეგ არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ სამსახურიდან ერთ სახლში ვბრუნდებით. რამდენიმე დღის წინ მე და ლევანი ისევ ესემეს-ებს ვწერდით ერთმანეთს და ბოლოს მესიჯი გავუგზავნე, მგონი, ჩვენ შეყვარებული ცოლ-ქმარი ვართ-მეთქი. ზუსტად ისევ გრძელდება ურთიერთობა, როგორც დაოჯახებამდე იყო. დარწმუნებული ვარ, არასოდეს შეიცვლება ყველაზე მთავარი - სიყვარული”, - ამბობს "სარკის" ჟურნალისტ ქეთი დინოშვილთან ინტერვიუში მარიამ ოშხნელი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?