მარიამ ვაშაძემ მუსიკალური ოცნება ვენაში აიხდინა

მარიამ ვაშაძემ მუსიკალური ოცნება ვენაში აიხდინა

''პირველი არხის'' საინფორმაციოს წამყვანი მარიამ ვაშაძე საკმაოდ გამოცდილი მოგზაურია, სამეგობროც თავისნაირი ჰყავს და შესაბამისად, უკვე არაერთი ქალაქის მოვლა მოასწრო, თუმცა წინ პარიზია, სადაც ამ ზაფხულს აპირებს გამგზავრებას, და ბრაზილია, ამ ქვეყანაში წასვლა წელს უნდოდა, მაგრამ ამ ვოიაჟის დაგეგმვა ვერ მოახერხა.

მისი აზრით, ფილმში ნახვა და წაკითხვა სხვაა, მაგრამ როცა რომელიმე ქალაქში ჩადიხარ, ეხები კულტურას, ჩვეულებრივ ყოფას, აგემოვნებ კერძებს, ათვალიერებ იმას, რაც ნანახი და წაკითხული გაქვს, ძალიან გამორჩეული შეგრძნებაა. მარიამის მოსაზრებით, მოგზაურობა გამოცდილების შეძენის საუკეთესო საშუალებაა.

- ბავშვობაში ბევრად ხშირად ვმოგზაურობდი, ვიდრე ახლა, ვინაიდან ფრენის შიში მაქვს, რაც პატარაობისას არ მაწუხებდა. ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებ საზღვრებს გარეთ გასვლას, თუმცა ფრენის შიში რომ არ მქონდეს, სულ უცხოეთში ვიქნებოდი. სულ მეშინია, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდება, ასეთი ფობია ბევრს აწუხებს. რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელთათვისაც ეს დიდი სიამოვნებაა, რაც ძალიან მაკვირვებს. სტიუარდესებს ვაკვირდები, როგორი სახით დადიან, სულ ფანჯრიდან ვიყურები, ერთხელ ტურბულენტურ ზონაში მოვხვდით და მასულიერებდნენ. ამბობენ, რომ თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა გადასაადგილებლად, მაგრამ ეს შიში მაინც ვერ დავძლიე.

ბავშვობაში ანსამბლში ვცეკვავდი და უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი გასტროლებზე, პირველად ან თურქეთში ვიყავით, ან კვიპროსზე, ზუსტად არ მახსოვს. ცეკვიდან ასევე ვარ ნამყოფი სამხრეთ ამერიკაში. ძალიან დიდი შთაბეჭდილებები მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკის ვიყავი. სიამოვნებით წავიდოდი კვლავ. თითქმის ყველა ესპანურად ლაპარაკობდა და მაშინ ამ ენის ცოტათი ათვისებაც კი მოვახერხე. დავათვალიერეთ ღირსშესანიშნაობები. ამ მოგზაურობებიდან დამამახსოვრდა ჰონდურასი, სადაც სასტუმროს შესანიშნავი ბაღები ჰქონდა, მათ შორის, ლიანები. ერთ დღეს გადავწყვიტე, ტარზანი ვყოფილიყავი, გავექანე, ჩამოვეკიდე ლიანას და ძირს ჩამოვვარდი. ასე დასრულდა ჩემი ტარზანობა (იცინის).

უფრო მოზრდილ ასაკში აქცენტს ღირსშესანიშნაობების გაცნობაზე ვაკეთებ. ცოტა დატვირთული გრაფიკი მაქვს, მაგრამ როგორც კი დრო გამომიჩნდება ხოლმე, მოგზაურობას ვგეგმავ. ახლაც, აგ-ვისტოში საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებ. მეგობრები არ მაძლევენ სახლში ჯდომის საშუალებას.

- ბოლოს სად იყავი?

- ერთი თვის წინ ვენაში ვიყავი, ეს ქალაქი ძალიან მიყვარს და არაერთხელ ვარ ნამყოფი. წყნარი, მშვიდი და ძალიან მოწესრიგებული ქალაქია, ევროპის სხვა ქალაქებს თუ შევადარებთ, ყველაზე წკრიალაა. ხალხიც ძალიან მოწესრიგებულია, თუმცა ცოტა მოსაწყენია ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით ზამთარში. იქ ჩემი ბავშვობის მეგობარი ცხოვრობს და ამიტომაც ხშირად ჩავდივარ. ბოლოს მას სიურპრიზი გავუკეთე, დაბადების დღეზე ისე ჩავედი, რომ არ იცოდა. თანაც, დაემთხვა და იმ დროს ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი იმართებოდა. შევიძინეთ ბილეთები და მეგობრებთან ერთად მის კონცერტს დავესწარი (იღიმის). ძალიან მომწონს, როგორც ბიჭი, მომღერალი და თან ძალიან მაგარ შოუებს აკეთებს. დღემდე მომყვება ეს ემოცია, კონცერტი 4 ივნისს იყო. კარგ ადგილას მოვხვდი, ახლოდან ვუყურებდი, დიდი კონცერტ-ჰოლი აქვთ, დახურული, რომელიც უამრავ ადამიანს იტევს. ცოტა ხანს აზრზე ვერ მოვდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ კარგ კონცერტს ველოდი. ბო-ლომდე დაიხარჯა, სასწაულად ცეკვავს, ცოცხლად შესანიშნავად მღერის.

- ევროპის სხვა ქვეყნებზეც მოგვიყევი, სადაც ყოფილხარ.

- ყველგან არ ვარ ნამყოფი და სანახავი კიდევ ბევრი ქვეყანა მაქვს, თუმცა განსაკუთრებულად მაინც იტალია მიყვარს. რომზე რომ ვისაუბროთ, ისტორიაში დადიხარ. კოლიზეუმში რომ შევედი და გავაცნობიერე, რომ საუკუნეების წინ ''გადავინაცვლე'', სადაც გლადიატორები იბრძოდნენ, უცნაური გრძნობა დამეუფლა.

- ქალებს უფრო პარიზი მოსწონთ.

- პარიზში არ ვყოფილვარ, წელს ვაპირებ. იტალიაში სხვა ქალაქებშიც ვყოფილვარ, მაგრამ თითქოს რომი ყველაზე მეტად მომეწონა. თუნდაც ვენა და რომი რომ შევადაროთ, რომში უფრო მეტი სიცოცხლე ჩქეფს. ქუჩაში რომ გადიხარ, რაღაცებს მოგაძახებენ, კომპლიმენტს, კონტაქტში შემოდიან, ხალისიანები არიან.

იხილეთ ვრცლად

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები