როგორ ებრძვიან კრიმინალს რუსები - მოტოციკლს ყოველ ღამე მესამე სართულის აივანზე ინახავენ (+4 ფოტო)

როგორ ებრძვიან კრიმინალს რუსები - მოტოციკლს ყოველ ღამე მესამე სართულის აივანზე ინახავენ (+4 ფოტო)

რუსი მამაკაცი კრიმინალს უჩვეულო გზით ებრძვის. იმის შიშით, რომ საყვარელ მოტოციკლს ღამე მოიპარავენ, საკუთარ სახლში ინახავს.

56 წლის ბორის ფარიჰოვი ყოველ ღამე სპეციალური ტროსის საშუალებით მოტოციკლს მესამე სართულზე პირდაპირ ეზოდან სწევს. მოტოციკლი ფანჯარაზეა მიბმული, მის პატრონს კი მშვიდად სძინავს.

დასავლელი ჟურნალისტები გაოცებულები აღწერენ სანახაობას, რომელიც ნიჟნი-ნოვგოროდელებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა; მეზობლებსაც კი აღარ აოცებთ ყოველ დილა-საღამოს მათი ფანჯრების წინ ამავალი უზარმაზარი მოტოციკლი. როგორც ბორისი ამბობს, არ აპირებს მოტოციკლის ღამე ქუჩაში დატოვებას, რადგან ქურდები აუცილებლად მოპარავენ.

"წარმოგიდგენიათ, პირველ მოტოციკლს 3 ბოქლომი დავადე, მაგრამ მაინც მომპარეს. მეორეჯერ ნაყიდი მოტოციკლისთვის ყველაზე ძლიერი ბოქლომის ყიდვას ვაპირებდი, მაგრამ არ დამაცადეს, იმავე ღამით გამტაცეს. ერთადერთი გზა, რომ ქუჩიდან არ მოგვპარონ, სახლში შენახვაა. მოტოციკლი აივანზეა და მშვიდად მძინავს", - ამბობს ბორისი.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.