''სამეფო კარის თამაშების'' ვარსკვლავმა შესაძლოა, ქართულ ფილმში ითამაშოს - ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებები იწყება

''სამეფო კარის თამაშების'' ვარსკვლავმა შესაძლოა, ქართულ ფილმში ითამაშოს  - ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებები იწყება

რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე მორიგ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. დიდგორის ბრძოლის შემდეგ რეჟისორმა გადაწყვიტა, კვლავ ისტორიულ თემაზე ემუშავა და ამჯერად ყურადღება უკვდავ პოემა ''ვეფხისტყაოსანზე'' შეაჩერა. ამჯერად ტრეილერის გადაღებები მიმდინარეობს, სადაც სხვა მსახიობები არიან დაკავებულები. რეჟისორს ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად ''სამეფო კარის თამაშების'' გმირი ჯეისონ მომოა წარმოუდგენია.

- ნიკოლოზ, ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღების იდეა როგორ დაიბადა?

- ჯერ მხოლოდ რამდენიმე ტრეილერი გადავიღეთ, სადაც ტარიელის ბრძოლაა ასახული. მალე გადავიღებთ ტარიელის ნესტან-დარეჯანთან ქაჯეთის ციხეში შეხვედრას და იმ ვერსიაში უკვე წარმოდგენილი იქნება, როგორი მიმართულების ფილმი შეიძლება, რომ გამოვიდეს. მერე გვექნება ინვესტორებთან შეხვედრა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

- გადაწყვეტილი გაქვთ, მთავარ როლებს ვინ შეასრულებენ?

- რაც გადავიღეთ, ქართული მოცეკვავეები არიან დაკავებული. გადაწყვეტილი გვაქვს, უცხოელმა მსახიობებმა შეასრულონ მთავარი როლები.

- უცხოელი მსახიობებიდან ვის შესთავაზებთ მიუზიკლში მონაწილეობას?

- ამაზე საუბარი ნაადრევია. ახლა მიმდინარეობს ვარჯიში თუ რამდენად კარგად გავართვმევთ თავს ასეთი მასშტაბური ფილმის გადაღებას.

- მაინცდამაინც მიუზიკლის გადაღება რატომ გადაწყვიტეთ?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართული ცეკვა იქნება წარმოდგენილი კარგად და პოპულარიზაციას გავუწევთ ''ვეფხისტყაოსანს'', ქართულ ცეკვას და კულტურას.

იხილეთ სტატია სრულად