ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან

თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სააგენტოს უფროსის, თემურ გიორგაძის ინფორმაციით, წყალსადენის ქუჩაზე რეზერვუარების აფეთქების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ გიორგაძემ Ambebi.ge-ს კორესპონდენტს შემთხვევის ადგილზე განუცხადა.

"გალფის" ტერმინალზე ამ წუთებში სახანძრო ბრიგადები მუშაობენ.

მეხანძრეების ინფორმაციით, ტერიტორიაზე ევაკუირებულია. ხანძრის ტერიტორიაზე ადამიანები არ იმყოფებიან.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან, რადგან ევაკუაცია ხანძრის პირველი კერის გაჩენისთანავე გამოცხადდა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია