რამ გამოიწვია უდიდესი ხანძარი და აფეთქება - "გალფი" პირველ კომენტარს აკეთებს

რამ გამოიწვია უდიდესი ხანძარი და აფეთქება - "გალფი" პირველ კომენტარს აკეთებს

გალფის კუთვნილ ობიექტზე ხანძარი საწვავის ჩასხმის პროცესში გაჩნდა, - ამის აშესახებ "გალფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ჯიბლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხანძარი ბენზომზიდს გაუჩნდა, თუმცა მიზეზები დადგენილი არ არის.

"იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში კომპანია, შესაბამის ორგანოებთან ერთად, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს", - განაცხადა ნინო ჯიბლაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია და ახალი კერები არ არსებობს.

თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე "გალფის" კუთვნილ ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულები არ არიან.

ყველა საინტერესო სტატია ამ თემაზე:

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია