"მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა, 40-მდე ავზი იყო საწვავით სავსე" - გლდანის მოსახლეობა უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა

"მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა, 40-მდე ავზი იყო საწვავით სავსე" - გლდანის მოსახლეობა უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა

თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ცეცხლი რეზერვუარებთან მიახლოებული იყო. მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა.

თემურ გიორგაძის ინფორმაციით, ცეცხლი ავტოფარეხსა და გასამართ სადგურს ეკიდა. მისივე თქმით, ნავთობბაზის ტერიტორიაზე 12-მდე მანქანა დაიწვა.

"ძალიან დიდ საფრთხეს გადავურჩით. მიმდებარე ტერიტორიაზე 40-მდე ავზი იყო საწვავით სავსე, ისინი რომ აფეთქებულიყო გლდანის მოსახლეობა ძალიან დაზარალდებოდა, ხანძრის შედეგად დაზარალებულია ერთი ადამიანი, ისიც საკმაოდ მსუბუქად", – განაცხადა თემურ გიორგაძემ.

რაც შეეხება მიმდებარე ობიექტებს, გიორგაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი დაზიანება არ ყოფილა და იქვე მდებარე პროფილაქტიკაში 3-4 მანქანა დაზარალდა.

ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება რკინიგზის სახანძრო სამსახურის მატარებელი, რომელიც 100 ტონა წყლით არის დატვირთული და სახანძრო მანქანებს ამარაგებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან კომპანია "გალფის" წარმომადგენლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ | რამ გამოიწვია უდიდესი ხანძარი და აფეთქება - "გალფი" პირველ კომენტარს აკეთებს

ყველა საინტერესო სტატია ამ თემაზე:

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია