წვივის ძვლების დამსხვრეული ღია მოტეხილობა - აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია უკეთდება

წვივის ძვლების დამსხვრეული ღია მოტეხილობა - აფეთქებისას დაშავებულ მამაკაცს ოპერაცია უკეთდება

თბილისში, წყალსადების ქუჩაზე მდებარე "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძრის შედეგად დაშავებულ მამაკაცს ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

"მამაკაცს შემოსვლისას აღენიშნებოდა ტრავმული შოკის ნიშნები. ეს ყველაფერი ჩვენი დახმარებით, მეტიკამენტოზური ჩარევით მოწერსიგდა. სამუშაო დიაგნოზია მარჯვენა წვივის ძვლების ქვედა მესამედის დამსხვრეული ღია მოტეხილობა. პაციენტი საოპერაციოშია და ფეხზე ოპერაცია უტარდება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ღუდუშაურის კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა, განუცხადა აღნიშნა ვიკა ჯაჯანიძემ.

"გალფის" ნავთობბაზაზე ხანძარი დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე საწვავით დატვირთული ხუთი ავტოცისტერნა აფეთქდა. დამწვარია დაახლოებით 2000-2500 კვადრატული მეტრი ტერიტორია.

დამწვარია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტონაწილების ხუთი მაღაზია და ათამდე მეორადი ავტომობილი.

შემთხვევის ადგილზე თბილისის მერიის საგანგები სიტუაციების სააგენტოს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიციისა და რკინიგზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია