პოლიტიკური გარჩევები თბილისის ცნობილ ბორდელში

პოლიტიკური გარჩევები თბილისის ცნობილ ბორდელში

"პოლიტიკური გარჩევები თბილისის ცნობილ ბორდელში - რას ეუბნებოდა ივანიშვილი სააკაშვილს პატარკაციშვილზე" - ამ სახელწოდებით სტატია გაზეთმა "პრემიერმა" გამოაქვეყნა. გამოცემა ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით სააკაშვილი-ივანიშვილი-პატარკაციშვილის ურთიერთობებზე წერს.

"პრემიერის" ინფორმატორის მონახთრობის მიხედვით, ივანიშვილსა და პატარკაციშვილს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის პანაშვიდზე რუსეთში ორი გამდიდრებული ოლიგარქი ერთმანეთს შემთხვვით შეხვდა. ბადრიმ, თურმე, ბიძინას ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მაგრამ ამ უკანასკნელს თავი შორს დაუჭერია და ჩაულაპარაკებია, ეს როგორ გამიბედაო.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"პოლიტიკურ კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ივანიშვილი მისი ქონების განაწილების შესახებაც ყოფილა საქმის კურსში.

პატარკაციშვილზე საუბრისას "პრემიერის" ინფორმატორი თბილისის ერთ-ერთ ძალიან პოპულარულ საროსკიპოში 2008 წლის გაზაფხულზე მომხდარ პოლიტიკურ გარჩევასაც ახსენებს. წყაროს თქმით, კონფლიქტი ერთ-ერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელმა ბანალურად, ანუ მეძავის გამო დაიწყო, რის შემდეგაც ბორდელის დაცვას უთქვამს, რომ პოლიციას გამოიძახებდა, მაგრამ მოჩხუბარ ძალოვანს უყვირია, პოლიციამ რა ფეხები უნდა მომჭამოს, ბადრი ისე "გავასუხარე", იმაზე არაფერი უთქვამთო. ამის მერე, სიტუაცია ისე გართულებულა, რომ ბორდელში მარტო პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი კი არა, პოლიციის მაღალჩინოსნებიც მისულან. მოგვიანებით, "გამსუხარებელი" ძალოვანი სამსახურიდან დაუთხოვიათ.

"იმ შემთხვევაში, თუ მიშა სამართალდამცავებს ჩაჰბარდება, ან დაიჭერენ, მან შეიძლება საჯარო დაკითხვა მოითხოვოს და ყველაფერი მოყვეს რაც 9 ნოემბერსა და "იმედს" უკავშირდება. შეიძლება, რაღაცები მოიტყუოს კიდეც, მაგრამ მიშას საჯარო ალაპარაკება, ვის-ვის და, სწორედ ივანიშვილს არ აწყობს. ამიტომ, რატომღაც მგონია, რომ საქმის აღძვრით სააკაშვილს, უბრალოდ, აშინებენ და მისი დაჭერა აზრადაც არ აქვთ", - ამბობს "პრემიერთან" პრივატული საუბრისას წყარო.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?