ხანძარი შიო მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე - იწვის ორ ჰექტრამდე ბუჩქნარი

ხანძარი შიო მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე - იწვის ორ ჰექტრამდე ბუჩქნარი

შიო მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ორ ჰექტრამდე ფართობს ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, იწვის ბუჩქნარის ტერიტორია და არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი ტყის მასივზეც გადავიდეს. ხანძარი შიო მღვიმის სასაფლაოსთან გაჩნდა.

მათივე ცნობით, თბილისიდან გაგზავნილია ხუთი სახანძრო მანქანა და ცეცხლის ჩაქრობაზე ადგილობრივი სახანძრო სამსახური მუშაობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია