ელიავას ბაზრობასთან ეკლესიის ეზოში ხანძარია (+2 ფოტო)
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკლესიის ეზოში ხანძარი გაჩნდა. სახანძრო ბრიგადები ამ დროისთვის უკვე ადგილზე იმყოფებიან და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი სავარაუდოდ ბუჩქებს წაეკიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.