ლალი მოროშკინა, რომლის პოლიტიკური ემოციები ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მძაფრდება, პრესასთან მიხეილ სააკაშვილზე საუბარს განაგრძობს და ამჯერად გაზეთ "ქრონიკასთან" საუბრისას ამბობს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა და ფიქრობს, რომ სააკაშვილი სიცოცხლეს სუიციდით დაასრულებს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
***
- ...სააკაშვილი აჭრილია, ჭკუაზე არ არის, სრული აგონია აქვს.
-ასე რატომ ფიქრობ?
-მე მას კარგად ვიცნობ, მისი ინტერვიუ, რომელიც "რუსთავი 2"-ზე გავიდა, ბევრ რამეზე მიანიშნებს. ვიცი მისი საუბრის მანერა, ხელების მოძრაობა. ვურჩევ, ფსიქოლოგი აიყვანოს, ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი თვითმკვლელობამდე. სააკაშვილს სუიციდური მცდელობები ადრეც ჰქონდა და არ არის გამორიცხული, ამაზეც წავიდეს.
-როდის ჰქონდა, აგვისტოს ომის დროს?
-მანამდეც ხშირად უთქვამს: მე ახლა თავს მოვიკლავ, მე ახლა გადავხტები! ბავშვობიდან წამოყოლილი კომპლექსები არსად არ მიდის, სააკაშვილი სუიციდური ყოველთვის იყო. მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ასეთივე მდგომარეობაშია რამდენიმე ადამიანი "ნაცმოძრაობაში", ამაში საზოგადოება მალე თავად დარწმუნდება.
-მოიცა, შენ ამბობ, რომ "ნაცმოძრაობაში"ვიღაცები შეიძლება თვითმკვლელობაზე წავიდნენ?
-დიახ, ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ზეაქტიურობით, მათ სჭირდათ შიზოფრენია და ახლა სუიციდამდე პრაქტიკულად ერთი ნაბიჯი აქვთ დარჩენილი. რაც შეეხება კონკრეტულად სააკაშვილს, მას სჭირს კლაუსტროფობია, ის დახურულ სივრცეში ვერ ჩერდება, კვდება, შიში აქვს. მას ახლა ძალიან ეშინია, რომ ციხეში არ ჩასვან, დაუკვირდი, უკვე იმუქრება, თუ პატიმრობას მომისჯით, დავიმახსოვრებ ამ პროკურორებისა და მოსამართლეების გვარებს, რომლებიც ამას გააკეთებენო. როცა მე მიშასთან ვმეგობრობდი, დალევა უყვარდა და არც ნარკოტიკებთან არის მწყრალად, ეს სახეზეც ეტყობა, დასიებული აქვს. გაიხსენე, რა ფორმაში ავიდა მახათას მთაზე, ვიდეოც არსებობს. ასე რომ, მიშა, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, დამთავრებულია, საკუთარი თავი მან თავად მიიყვანა ამ დონემდე.