21 წლის მექსიკელმა ოსკარ ოტერო აგილარმა "სელფის" გადაღება ცეცხლსასროლი იარაღით მოინდომა. "სელფის" გადაღებისას იარაღი გაუვარდა და თავის არეში სასიკვდილოდ დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. შემთხვევა ჩრდილოეთ მეხიკოში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოსკარი მეგობრებთან ერთად სვამდა, როდესაც ბიჭებმა გადაწყვიტეს "სელფი" გადაეღოთ და სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაედოთ.
"სროლის და განწირული ყვირილის ხმა გავიგონე, გავედი და ვნახე, ბიჭი დაჭრილი იყო, გამოვიძახე პოლიცია, როდესაც ისინი მოვიდნენ, ოსკარი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო",- განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
სამართალდამცავებმა მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასეს, თუმცა ოსკარ ოტეროს ერთ-ერთი ამხანაგი დააკავეს, ხოლო მეორე მეგობარი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.