თბილისში სიმამრმა სიძე მოკლა

თბილისში სიმამრმა სიძე მოკლა

თბილისში მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, დედაენის ბაღთან მოხდა. გარდაცვლილი პროზექტურაში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, დედაენის ბაღში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სიძეს, 1963 წელს დაბადებულ მერაბ მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).

შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია და ის მოკლულის სიმამრია.

ნახეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია