ქალი, რომელიც სექს სათამაშოებს ტესტავს

ქალი, რომელიც სექს სათამაშოებს ტესტავს

კარა უილებეკი სექს-სათამაშოების პროფესიონალი გამომცდელია. მის ოფისში 2000-მდე სექს-სათამაშოა, რომელის ტესტირებასაც მწარმოებელი კომპანიებისთვის ახორციელებს და შემდეგ აღწერს საკუთარ ბლოგზე. როგორია ასეთი პროფილის სპეციალისტის სამუშაო დღე?

33 წლის კარა ორი შვილის დედაა. ეროტიული ბლოგერი ხუთი წლის წინ გახდა. სექს-სათამაშოების ტესტირებაზე კვირაში დაახლოებით შვიდ საათს ხარჯავს. ამისთვის წელიწადში საშუალოდ 15 000 ფუნტ სტერლინგს იღებს.

კარა ბრიტანულ ქალაქ გეინსბოროში ცხოვრობს. როგორც თავად აღიარებს, ეს უკვე მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ”სათამაშოები ყოველთვის იყო ჩემი სექსუალური ცხოვრების ნაწილი, სწორედ ამან მიბიძგა, რომ მათ შესახებ წერა დამეწყო, შემდეგ კი გამომცდელიც გავხდი”, - ყვება ის. კარა თვლის, რომ შესანიშნავი სამუშაო აქვს. მანამდე ის ბანკში მუშაობდა, მაგრამ ახლა დარწმუნებულია, რომ იქ აღარ დაბრუნდება.

თავიდან ბლოგს თავისთვის წერდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ბლოგი სულ უფრო პოპულარული გახდა, რამაც ეროტიული ნივთების მწარმოებელი კომპანიების ყურადღება მიიქცია. ”საბოლოოდ, მათ სამუშაო შემომთავაზეს”, - ყვება თავის ისტორიის შესახებ კარა. მწარმოებლები რიგში დგანან, რომ კარას მომსახურება მიიღონ, მის აღწერა-შეფასებებს ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს.

”მე ძალიან კარგად ვიცი, რისი გამოყენება სად ჯობს და სად შეიძლება სექს-სათამაშოების ყველაზე იაფად შეძენა”. კარა ამბობს, რომ თავისი სამუშაოს შესახებ ბავშვებთან არ საუბრობს. ქალი თავის მუდმივ პარტნიორთან, 37 წილს დარენთან და მის დედასთან ერთად ცხოვრობს.

კარა და დარენი სწორედ კარას სამსახურის წყალობით შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც დარენი IT კონსულტანტად მუშაობდა საიტზე, რომელიც სექს-სათამაშოების გაყიდვით იყო დაკავებული. ”ჩემი პარტნიორი სათამაშოებს როგორც მეტოქეს, არ უყურებს. ჩვენ ორივე მათ როგორც სექსუალური ცხოვრების გარნირს, ისე აღვიქვამთ”, - ყვება კარა, რომელსაც ხანდახან სექს-სათამაშოების გამოცდაში დარენი თავადაც ეხმარება.

იხილეთ ფოტოგალერეა

 

მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.

ბერა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო ოჯახური ფოტოები

“დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი" - კარლ ჰარცელი საქართველოს ახალ წელს ულოცავს და "ფიფქებოს" უკრავს

მანანა კაზაკოვას საფირმო საცივის რეცეპტი