თბილისში, ვაკე-საბურთალოს გზაზე ავარია მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა აცნობეს, ავარიის შედეგად ოთხი მანქანა დაიმტვრა. ერთმანეთს "ნისანის", "მერსედესის", "შკოდასა" და "ფოლცვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
დაშავდა ერთი ადამიანი, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ უკვე გადაიყვანა საავადმყოფოში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწარფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.