შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ბავშვი და ერთი ქალი ემსხვერპლა

შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ბავშვი და ერთი ქალი ემსხვერპლა

შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ორი ბავშვი და ერთი ქალი. როგორც ქობულეთის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა სულხან ხაბაზმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ცენტრალურ გზაზე მოძრავ ავტომობილს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქალბატონმა გადაურბინა. მისივე თქმით, გზაზე სწრაფად გადამსვლელი ქალბატონისთვის გვერდის ავლის მცდელობისას მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ბორდიურს.

"შეკვეთილში მოძრავ ავტომობილს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა გადაურბინა. მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მანქანა, დაეჯახა ქალს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა, შემდეგ კი ავტომობილი გადავარდა და გზის დამცავ ჯებირს შეასკდა. შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი 4 წლამდე ასაკის ბიჭი და 10 წლამდე ასაკის გოგონა, .კიდევ ერთი ქალბატონი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აღნიშნა სულხან ხაბაზმა.

მისივე თქმით, "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლს მცირე დაზიანებები აღენიშნება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია