გიორგი კანდელაკს თავს დაესხნენ

გიორგი კანდელაკს თავს დაესხნენ

"ნაციონალური მოძრაობის"  ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრს, გიორგი კანდელაკს თავს დაესხნენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ წურწუმიას ქუჩაზე მოხდა. "გიორგი კანდელაკი პარტიის ოფისიდან სახლში მიდიოდა, როცა წურწუმიას ქუჩაზე გზა მანქანამ გადაუჭრა, რის შემდეგაც მანქანიდან ერთი პირი გადმოვიდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - აღნიშნეს პარტიაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი "ქართული ოცნების" აქტივისტი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ალექსი მელაძეა. "ნაციონალური მოძრაობის" განმარტებით, კანდელაკს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის ცემას გულისხმობს.

ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია