ეს დღე, 8 აგვისტო, სერიოზულად მეზიზღება - დავით ზურაბიშვილი

ეს დღე, 8 აგვისტო, სერიოზულად მეზიზღება - დავით ზურაბიშვილი

2008 წლიდან აგვისტოს ამ დღეებში ყოველთვის მძაფრდება ემოციები იმ ტრაგედიის გამო რაც ჩვენს ქვეყანას და მშვიდობიან მოქალაქეებს დაატყდა თავს. თუმცა უმძიმესი ტრაგედიის მიუხედავად, ყოფილი და ახალი ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან ურთიერთბრალდებების  შემცველი განცხადებები კეთდება.

ამ ფაქტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ დღეს ყოფილი ხელისუფლების მხრიდან გულისამრევი პათეტიკური გნცხადებები კეთდება და პასუხად, ერთუჯრედიანი კონტრარგუმენტები ისმის.

”ეს დღე, 8 აგვისტო, სერიოზულად მეზიზღება.

ჯერ ერთი იმიტომ, რომ მახსენებს 2008 წლის უმძიმეს დღეებს.

მეორე კიდევ იმიტომ, რომ ამ დღეს მიშისტების მხრიდან მორალის კითხვა და პატრიოტული პათოსით დამოძღვრები გულისამრევობის პიკს აღწევს ხოლმე.

და მესამე იმიტომ, რომ ამ გულისამრევი პათეტიკის პასუხად, ყველაზე ხშირად "აბა ის კაი იყო თქვენი დორბლიანი რომ გორში ფორთხავდა?" დონის ერთუჯრედიანი კონტრარგუმენტები ისმის.

და საერთოდ აგვისტოს ომის თემა მთლიანად პოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტშია გადასული და პრაქტიკულად შეუძლებელია სერიოზული და გულახდილი მსჯელობა, იმ ტრაგიკული მოვლენების კრიტიკული გააზრება და დასკვნების გამოტანა.

არადა საჭირო კი არა აუცილებელიცაა, მაგრამ რად გინდა?" - წერს დავით ზურაბიშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა