ვახუშტის ხიდის ქვეშ მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ვახუშტის ხიდის ქვეშ მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის ქვეშ მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთ მძღოლს თავის არეში, ხოლო მეორეს ზედა კიდურის არეში აქვს დაზიანებები მიღებული და ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ორივე მსუბუქ ავტომობილში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ. ერთმანეთს "კიასა" და "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახური.

ავარიის გამო დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხებული იყო. თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა თითქმის სრულად აღდგენილია. სამაშველო სამსახური ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია