კუმისთან ავტოავარიას ორი ქალბატონი ემსხვერპლა

კუმისთან ავტოავარიას ორი ქალბატონი ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

ავტოავარიის შედეგად ორი ქალბატონი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია