თურქ მსახიობ მამაკაცთა ტოპათეული

 თურქ მსახიობ მამაკაცთა ტოპათეული

თურქული კინემატოგრაფი კარგა ხანია, ჩვენს ყოფაში შემოიჭრა. სერიალების მსახიობებს შორის ბევრი თავისი გარეგნობით, სექსუალური სხეულითა თუ მიმზიდველი გამოხედვით გვხიბლავს. თურქეთში თავიანთი მსახიობები განსაკუთრებულად უყვართ, ხშირად ავლენენ საუკეთესოებს გარეგნული მონაცემებითა თუ ნიჭიერებით. ამჯერად, მათი ვერსიით, ყველაზე ლამაზი თურქი მსახიობი მამაკაცების საუკეთესო ათეულს გთავაზობთ. ბევრი მათგანი სერიალების მოყვარულთ კარგად ეცნობა.

1. პირველ ადგილზე კი ენგინ აკიურეკი დაასახელეს. მან მსახიობობა სწორედ პოპულარობის მოსახვეჭად გადაწყვიტა და გამოუვიდა კიდეც. რამდენიმე თურქულ სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ გადაიღეს კინოში. არაერთხელ მიუღია თურქეთის ყველაზე ლამაზი მსახიობი მამაკაცის ტიტული. ცნობილია სერიალებით ''უდანაშაულო'', ''ბედი''.

2. ბურაკ ოზჩივიტი - დღეს ცნობილი მსახიობია, ადრე კი ძირითადად ფოტომოდელობით გაითქვა სახელი. მსოფლიოს ფოტომოდელთა კონკურსზე ვერცხლის მედალიც აქვს აღებული. გატაცებულია მუსიკით და ალბომის გამოშვებაც აქვს დაგეგმილი. სერიალები: ''დიდებული საუკუნე'', ''სტამბოლის საიდუმლოებები''.

3. მურატ ილდირიმი - მისი წარმატება ადრეულ ბავშვობაში დაიწყო. მაშინ უფრო მუსიკისკენ ჰქონდა მიდრეკილება, მერე კი მსახიობობა არჩია. ცნობილი სერიალებია ''სიყვარული და სასჯელი'', ''დიდი სიცრუე''. არაერთხელ მიუღია ''წლის საუკეთესო მსახიობის'' პრემია.

4. ქენან კალავი - თურქული კინო საბჭოთა მაყურებელმა პირველად სწორედ ''მომღერალი ჩიტი იადონით'' შეიყვარა, რომელშიც ქენანი ასრულებდა მთავარ როლს. ამ ფილმის წარმატების შემდეგ გარკვეულ ხანს ჩრდილში იყო - ნარკოტიკების გავრცელებისთვის დააპატიმრეს. 1999 წელს ისევ დაბრუნდა კინოში და დღესაც სერიალებში თამაშობს.

იხილეთ გაგრძელება