"თუ ჩემი შვილის მკვლელი 15 სექტემბრამდე არ იქნება დაკავებული, მე დავასახელებ მის მფარველებს"

"თუ ჩემი შვილის მკვლელი 15 სექტემბრამდე არ იქნება დაკავებული, მე დავასახელებ მის მფარველებს"

"გამოძიება ვითომ მიმდინარეობს, მაგრამ არავითარი წინსვლა არ არის, პროკურატურა ძალიან სუსტად მუშაობს, არავითარი დაინტერესება არ არის, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ხელს უშლიან საქმეს ის პროკურორები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ზურას საქმის გაყალბებაში - ხარებავა და ზაალიშვილი. ასევე შს სამინისტრო არ თანამშრომლობს პროკურატურასთან, რაღაცებია დასადგენი, უჭირს, რომ დაადგინონ ვინ გაისროლა პირველად და გახსნა ცეცხლი ზურასა და მისი მეგობრების მიმართულებით", - აცხადებს იური ვაზაგაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით იური ვაზაგაშვილი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს / "თუ ჩემი შვილის მკვლელი 15 სექტემბრამდე არ იქნება დაკავებული, მე დავასახელებ მის მფარველებს".

"უშუალოდ ეს პირები - ცააძე, რაზმაძე, ბეროძე და გიორგი დალაქიშვილი, - ეს დალაქიშვილი ახლა იკავებს დედაქალაქის პოლიციის უფროსის თანამდებობას - ეს გამოძიებას ხელს უშლის, პროკურატურა არ ენდობა შსს-ს, ჩემ საქმეს უკიდურესად უჭირს. არის უამრავი მტკიცებულება, ყველაფერი ხელის გულზეა, თვითმხილველებიც წარვუდგინე პროკურატურას. თვითმხილველი ჰყვება, რომ თავად დაინახა, როგორ განხორციელდა საკონტროლო გასროლა საჭესთან მჯდომის მიმართულებით. ერთ-ერთ ექსპერტს ჩვენება აქვს მიცემული, ზუსტად დალაქიშვილის გვერდით მდგომი ბეროძის იარაღიდან გასროლილი ტყვია ამოიღეს მიცვალებულის თავიდან. მანქანიდან რომ განხორციელებულა სროლა, ამაზეც არსებობს შესაბამისი ექსპერტიზა. პოლიტიკური ნება არ არის, რომ ეს ზონდერები დააკავონ და დაკითხონ. ჭიკაიძე მფარველობს დალაქიშვილს, ხოლო ჭიკაიძეს ვინც მფარველობს, ეს მთელმა საქართველომ იცის. სანამ არ მოისპობა დამოკიდებულება, რომ ვიღაცა ვიღაცის ძმაკაცია და ნათლულია, ქვეყანას არაფერი ეშველება. ამ გარემოში სამართლიანობა არ აღდგება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იური ვაზაგაშვილი.

"საბერძნეთში ასხლეტილი ტყვია მოხვდა ბავშვს და მთელი საბერძნეთი გარეთ გამოვარდა და გადაწვეს ყველაფერი, ახლახან ამერიკაში ახალგაზრდა შავკანიანიპოლიციელის ტყვიას ემსხვერპლა და ნახეთ, რა ამბავია... ჩვენ უნდა ვაპატიოთ? "ქართული ოცნების" ბრალია, რომ ამდენ ხანს ნაცებს აბოგინებენ. ჩემთან ოფისში მოდიოდნენ "ქართულ ოცნებაში" რომ არიან ის ძველი ოპოზიციონერები, ახლა სად დამეკარგნენ, რატომ აღარ ვახსოვარ? კოჰაბიტაციაში არიან არა ხალხთან, არამედ ნაცებთან. ეს ხელისუფლება საქმის ბოლომდე მიმყვანი არ არის. სექტემბრის შუა რიცხვებში დავასახელებ ვინ რატომ მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს. კაცურად ვაფრთხილებ ყველას, დალაქიშვილი თუ 15 სექტემბრამდე არ იქნება დაკავებული, მე ზუსტად დავასახელებ იმ პირებს და იმ ოჯახის წევრებს ვინც მფარველობს დალაქიშვილს და ჭიკაიძეს ", - დასძენს ვაზაგაშვილი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?