ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის სამაშველო სამსახურში განუცხადეს, მოტოციკლი და "ჰიუნდაის" ტიპის ჯიპის შეჯახებისას მოტოციკლზე მჯდომი ორივე ძმა დაიღუპა, ხოლო "ჯიპში" მსხდომი მგზავრებიდან ერთი გარდაიცვალა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, "ჯიპში" მსხდომი ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია. "ჯიპში" მსხდომები სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები იყვნენ.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. ავტოსაგზაო შემთხვევა სავარაუდოდ, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია