ცოლი უფრო დიდი უნდა იყოს თუ ქმარი - იდეალური ასაკობრივი სხვაობა ცოლ-ქმარს შორის

ცოლი უფრო დიდი უნდა იყოს თუ ქმარი - იდეალური ასაკობრივი სხვაობა ცოლ-ქმარს შორის

იშვიათად, რომ ცოლ-ქმარი ასაკით ტოლი იყოს. როგორც წესი, ქმარია უფროსი. დამკვიდრებული სტერეოტიპიც იგივეს ითვალისწინებს, მაგრამ მაინც როგორი ასაკობრივი სხვაობა უნდა იყოს ცოლ-ქმარს შორის, რომ მტკიცე ოჯახი შექმნან და ჯანმრთელი შვილებიც ეყოლოთ. განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

კლასიკური ურთიერთობა - ქმარი ცოლზე უფროსია. ამას პირველ რიგში მამაკაცის პასუხისმგებლობა განაპირობებს, რომელსაც უნდა, რომ ჯერ მყარად დადგეს ფეხზე და შემდეგ დაქორწინდეს. საზოგადოებაშიც ასეთი წყვილები კეთილგანწყობით სარგებლობენ, მაგრამ თუ ასაკობრივი სხვაობა 10-15 წელზე მეტია, ჭორაობის საფუძველი ხდება. ყველაფრის მიუხედავად, ოჯახური თანაცხოვრების ეს ვარიანტი გაცილებით მყარია, რადგან მორალურად მომწიფებული მამაკაცი ლიდერობს.

ამგვარი ასაკობრივი ურთიერთობები ძირითადად აზიაშია დამკვიდრებული. უძველეს ჩინელ სწავლულებს მეუღლეებს შორის ასაკობრივი სხვაობის ფორმულაც გააჩნდათ. მამაკაცის ასაკი იყოფა ორზე და მიღებულ შედეგს ემატება 7. ანუ 30 წლის მამაკაცს 22 წლის გოგონა შეეფერება, 20 წლის კაცს - 17-ის და ა.შ. შემთხვევას, სადაც საცოლე საქმროზე უფროსი იქნებოდა, ჩინელები არც განიხილავდნენ.

სამაგიეროდ, ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 15 წელზე მეტი სხვაობა მეუღლეების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. მიზეზი ის სტრესია, რომელიც წყვილს საზოგადოებისგან გამუდმებული განსჯის გამო ადგება.

ავსტრალიელ მკვლევარებს იდეალურ განსხვავებად 5 წელი მიაჩნიათ, ოღონდ უფროსად აქაც ქმარი იგულისხმება. მათი შეფასებით, ასეთი კავშირისას მეტი ბავშვი იბადება.

"უფროსი ქმრის" მოდელს ფსიქოლოგები და ექიმებიც ამართლებენ. ქალს რეპროდუქციული ასაკი უფრო მალე უმთავრდება, კაცი კი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გახდეს მამა. ბავშვთა პათოლოგიების რისკიც 35 წელს გადაცილებულ ქალებში მეტია.

იხილეთ სრულად

თბილისში მშობიარობისას 41 წლის ქალი გარდაიცვალა - "9-წლიანი ლოდინის შემდეგ გახდა დედა და ეს საშინელება მოხდა"

თამარ ბაჩალიაშვილის დედა - "პატრიარქმა კურთხევა მოგვცა წესის აგებაზე და გადაუხადეს პანაშვიდი"

კაცი, რომელიც მოგებას ყიდის