სამი წლის გატაცებული ბავშვი გარდაცვლილი აღმოაჩინეს

სამი წლის გატაცებული ბავშვი გარდაცვლილი აღმოაჩინეს

14 აგვისტოს ტომსკში გატაცებული ვიკა ვილეგჟანოვას სხეული რამდენიმე საათის წინ მიტოვებულ მდელოზე აღმოაჩინეს. გოგონა პლედში იყო გახვეული. სიკვდილის ზუსტი გამომწვევი მიზეზის დასადგენად ექსპერტიზაა დანიშნული. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ გვამი ღამე დატოვეს, რადგან ეს ტერიტორია წინა დღეს ოპერატიულმა სამსახურმა შეამოწმა.

შეგახსენებთ, საბავშვო ბაღის ტერიტორიიდან ბავშვი უცნობმა მამაკაცმა წაიყვანა. ბავშვის ძებნაში 4000 ადამიანი იყო ჩართული. ინტერნეტში გამოჩნდა ფოტორობოტი, რომელზეც ბავშვის გატაცებაში ეჭვმიტანილია გამოსახული. ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი 40-დან 45-წლამდეა. სიმაღლე 180-დან 190 სანტიმეტრამდე მერყეობს. ვიკას გატაცების დროს მამაკაცს სტაფილოსფერი მაისური და შავი სპორტული შარვალი ეცვა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია