"თუ ქმარი ქორწინების პირველ ღამეს იგებს, რომ მეუღლე ქალიშვილი არ ყოფილა, ეს უკვე ტყუილია... ასეთ შემთხვევაში მეც გავაგდებდი სახლიდან"

"თუ ქმარი ქორწინების პირველ ღამეს იგებს, რომ მეუღლე ქალიშვილი არ ყოფილა, ეს უკვე ტყუილია... ასეთ შემთხვევაში მეც გავაგდებდი სახლიდან"

იუმორისტმა ბაკურ სვანიძემ ჩვენი ყურადღება ფეისბუქ-სტატუსებით მიიპყრო, მაშინვე მივხვდით, ამ რუბრიკისთვის საინტერესო რესპონდენტი იქნებოდა, დავუკავშირდით და ინტერვიუზე უარი არ გვითხრა. ჩვენი მოლოდინიც გამართლდა, ბაკურმა დახურულ თემებზე ღიად და ვრცლად ისაუბრა.

- ვფიქრობ, ადამიანი უნდა იყოს ტრადიციული და მეც ვარ, ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გოგო, რომელმაც ქორწინებამდე დაკარგა ქალიშვილობა, ქართული ტრადიციის დარღვევისთვის ქალაქის მთავარ მოედანზე უნდა გამოვიყვანოთ და ჩავქოლოთ. ქორწინებამდე ქალიშვილობა არაა ქართული ტრადიცია, საერთოდაც არ შეიძლება, რომ ტრადიციის რანგში განიხილებოდეს, ესაა ადამიანის პიროვნული უფლება, თუმცა, მეორე მხრივ, ქორწინებამდე ქალიშვილობის დაკარგვა სულაც არ ნიშნავს, რომ ოჯახის შექმნამდე 25 სექსუალური პარტნიორი უნდა გამოიცვალო, ამას თავისუფლების მოყვარულებისთვის ვამბობ. ქორწინებამდე 25, 17 ან 10 კაცის გამოცვლა, მე მაპატიეთ და, ბოზობაა, მაგრამ ადამიანს თუ ჰყავს შეყვარებული, იმასთან არის რამდენიმე წელი, შემდეგ გარკვეული მიზეზის გამო შორდება და ახალ, ოღონდ ისევ გრძელვადიან ურთიერთობას იწყებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ქალს მესამე ქმარი ეყოლება თუ მესამე ბოიფრენდი, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ბოიფრენდის ინსტიტუტიც არასწორად ესმით, ორი კვირის წინ გაცნობილი ბიჭი ბოიფრენდი ვერ იქნება, რადგან ის ორი კვირით არ არსებობს, გოგო კლუბში ვიღაცას რომ მისცემს, იმას ბოიფრენდი არ ჰქვია, ბოიფრენდი და გერლფრენდი ერთად ცხოვრობენ. ამიტომ სწორად უნდა გავიგოთ ტრადიციაც და ტრადიციის რღვევაც. მეცინება, როცა ქალწულობის ტრადიციას ქართულს უწოდებენ, ვერ დამისახელებთ ერს, სადაც ეს ტრადიცია არაა.

- თუმცა ქართულ რეალობაში არის შემთხვევები, როცა კაცი ქალთან ურთიერთობას ამ მიზეზით წყვეტს.

- მამაკაცის არჩევანია, მოიყვანოს ქალწული მეუღლე და ამას რატომ ვუშლით, ვერ ვხვდები, ასეთი ხალხი ევროპაშიც არის. ასევე მისი უფლებაა, დაშორდეს შეყვარებულს, როდესაც გაიგებს, რომ ქალიშვილი არ არის, მაგრამ როდესაც ქმარი ქორწინების პირველ ღამეს იგებს, რომ მისი მეუღლე ქალიშვილი არ ყოფილა, ეს უკვე ტყუილია... ამ დროს სახლიდან გაგდებას ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ქალისგან ქალწულობას არ ვითხოვ, ასეთ შემთხვევაში მეც გავაგდებდი, იმიტომ კი არა, რომ ქალიშვილი არ იყო, იმიტომ, რომ მომატყუა, ასეთ სიტუაციაში ტყუილია შეურაცხმყოფელი, თორემ აპკზე გართულება არ აქვს ასეთ ხალხს.

- აბა, რატომ ხდება ქალწულობის აღდგენა ქირურგიული გზით?

- ეს უკვე სერიოზული გოიმობაა, რომელიც მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ტერმინი - ''მხოლოდ საქართველოში'' აჩემებული გვაქვს და ბევრს ჰგონია, რომ ესა თუ ის ფაქტი მარტო ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება, არადა, ასე სულაც არაა. ქართველზე აქცენტის გაკეთება უშნოდ გვაქვს აჩემებული, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით.

- გენდერულ თანასწორობაზე ხშირდ კამათობენ, რას ფიქრობ ამ საკითხზე?

- ქალს თავისი პასუხისმგებლობა აქვს გარკვეულ საკითხებში და კაცს - თავისი, ოღონდ ეს სხვა ცნებაა და გენდერულ თანასწორობას არ უკავშირდება. ორ მჭადს რომ ქალი გამოაცხობს, მერე ორი კაცმა უნდა გამოაცხოს და ესაა გენდერული თანასწორობა? ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით უნდა მოგვარდეს, მე თუ ჩემს ცოლთან მოვაგვარე საკითხი ისე, რომ მე გამოვაცხობ მჭადებს და ის აძვრება სახლის სახურავზე კრამიტის გამოსაცვლელად, ვინ დაგვიშლის? ვერავინ.

- კაცის ოჯახის უფროსობას როგორ უყურებ?

- ოჯახის უფროსი - ხატოვანი გამოთქმაა, თორემ წინა საუკუნეებშიც ისე იყო, ქალს თავისი ''პარადი'' მიჰყავდა ოჯახში, არ მგონია, რომ კაცი დაინტერესდეს იმით, როგორი ფარდა უნდა ჩამოიკიდოს სახლში, შესაბამისად, ქალის ინტერესში არ შედის, კანალიზაცია რომ გაფუჭდება, როგორი მილი უნდა იყიდოს ხელოსანმა.

- ''ფეისბუქზე'' ''კაზანტიპზე'' ქალების უფასოდ შეშვებასთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნე, სადაც ქალთა უფლებების დამცველთა დუმილზე გააკეთე აქცენტი.

- ქალების ნაწილს როცა აწყობს, გენდერულ თანასწორობაზე საუბრობს და როცა საქმე სხვაგვარადაა, მაშინ ახსენდება, რომ ქალია და ვთქვათ, მძიმე ჩანთას ვერ ასწევს.

იხილეთ სრულად

48 წლის გვინეტ პელტროუ გაშიშვლდა - "ჯერ კიდევ შემიძლია, რომ გავიხადო"

ოთხი ჯილდო ერთ ფილმს  - "ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურის არასოდეს მიუღია"

ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - პოპულარული ოჯახის შთამომავლების ცხოვრება და წლების შემდეგ ნაპოვნი ქალიშვილი (ფოტოები)