პატრულმა ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან 4 ადამიანი ამოიყვანა

პატრულმა ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან 4 ადამიანი ამოიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ წერს.

"რამდენიმე წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გორგასლის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დიდი სიჩქარით მომავალმა ჯიპმა ჩაუარა, ეკიპაჟის თვალწინ ავტომანქანა გზის საპირისპირო ზოლში გადავიდა, ხეს შეეჯახა და მანქანის ძარას ცეცხლი წაეკიდა. ავტომანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟის წევრები ეკა ერაძე და მისი მეწყვილე ლევან შენგელია სწრაფად მივიდნენ ავტომანქანასთან, სადაც 3 მგზავრი უგონო მდგომარეობაში დახვდათ. ეკა წინა კარის გახსნას შეეცადა, თუმცა ის შეჯახების შედეგად დეფორმირებული იყო. მან ჯერ სალონის უკანა სავარძელზე მყოფი ორი დაშავებული მოქალაქე გადმოიყვანა, ხოლო შემდეგ წინა კარის ფანჯრიდან მეწყვილესთან ერთად შეძლო უგონოდ მყოფი მოქალაქის გამოყვანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სამივე მგზავრის გადარჩენა მოახერხეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს" - წერს გიორგობიანი.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია