ტრაგედია ბაკურიანში: სამი შვილის დედა საცურაო აუზში გარდაიცვალა - ახლობლები დეტალებზე

ტრაგედია ბაკურიანში: სამი შვილის დედა საცურაო აუზში გარდაიცვალა - ახლობლები დეტალებზე

ბაკურიანში, რამდენიმე დღის წინ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალბატონის ანი ელიეშვილის სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა სასტუმრო "ვილა პარკის" საცურაო აუზში მოხდა, სადაც ანი შვილთან და ძმისშვილთან ერთად ცურავდა.

ანი ელიეშვილი ბაკურიანში სამ შვილთან, ძმასთან და მის ოჯახთან ერთად ისვენებდა. ამბობენ, რომ ანის აუზში ჩასვლისას გულის შეტევა მოუვიდა და სწორედ ამის გამო გარდაიცვალა, თუმცა სულ სხვა ვერსიაზე საუბრობენ თვითმხილველები და მეგობრები. ისინი ამბობენ, რომ სამი შვილის დედის გარდაცვალება საცურაო აუზში ელექტროსადენების არასწორმა მონტაჟმა გამოიწვია.

მეგობრის განცხადებით, ანი ბაკურიანში შვილებთან და ძმის ოჯახთან ერთად ისვენებდა. ანის ძმა აუზიდან რამდენიმე წუთის ამოსული იყო, შხაპის მისაღებად გავიდა, როცა დაბრუნდა დაინახა, რომ ბავშვებს ლურჯი ფერი ჰქონდათ და კანკალებდნენ, ხელი მოკიდა და ჯერ ერთი ამოიყვანა წყლიდან და მერე მეორე, ანის გადარჩენა კი ვერ შეძლო", - აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი ჩვენთან საუბარში. როგორც ახლობლები ამბობენ, იმ დროს საცურაო აუზში ანის და ბავშვების გარდა არავინ ყოფილა, გარდაცვლილის შვილს მომხდარის გამო ფეხი აქვს დაზიანებული.

Ambebi.ge შეეცადა ოჯახთან დაკავშირებას, მაგრამ ისინი კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. რა მოხდა ბაკურიანში, ამის გარკვევას სასტუმრო "ვილა პარკის" ხელმძღვანელობასთანაც შევეცადეთ, მაგრამ დირექტორმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

მომხდარს ადასტურებენ შსს-ში. უწყების ცნობით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია