ნათესავის მიერ "დაუთოვებულ" 4 წლის გოგონას დახმარება ესაჭიროება - რა მდგომარეობაშია სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი

ნათესავის მიერ "დაუთოვებულ" 4 წლის გოგონას დახმარება ესაჭიროება - რა მდგომარეობაშია სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი

1 სექტემბერს, ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში, სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდენ. მათ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვის "დაუთოვებაში" ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დაზარალებული ოჯახის ნათესავია.

დაშავებული გოგონა დღეს ჟურნალისტებმაც მოინახულეს. ერთ-ერთი მათგანი, "კურიერის" კორესპოდენტი თეონა ცხომელიძე Facebook-ზე დაშავებულის ამჟამინდელ მდგომარეობას აღწერს და ამბობს, რომ მას ახლა ნევროპათოლოგისა და ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროება.

Facebook/ თეონა ცხომელიძე:

"ველაპარაკე იმ 4 წლის ბავშვის დედას, რომელიც გუშინ ძარცვისას "დააუთოვეს". ბავშვს აქვს შიშები, ვერ შედის სახლში, სადაც თავდასხვა მოხდა და ვერ იძინებს. მეგობრებო, თუ ვინმე ხართ, ან იცნობთ ნევროპათოლოგს, ბავშვთა ფსიქოლოგს, ან არ ვიცი, ვისაც შეუძლია დახმარება და აქვს სურვილი მოინახულოს პატარა, მზად ვარ ხვალ დილით ჩემი მანქანით და ჩემი ხარჯით ჩავიყვანო ვანში და წამოვიყვანო უკან. ვფიქრობ, ამ ბავშვის ასე მიტოვება მეორე დანაშაულია... მადლობა წინასწარ", - წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. ალექსანდრე რ. და დავით ლ. ცხელ კვალზე

დააკავეს. დანარჩენი დამნაშავეების დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს", - აცხადებენ უწყებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ალექსანდრე რ-მ მიმდინარე წლის იანვრის თვეში ქეთევან ო-ს საცხოვრებელი სახლიდან ციფრული ფოტოაპარატი მოიპარა. აღნიშნული ფაქტის შესახებ დაზარალებულმა სამართალდამცველებს მომხდარიდან რამდენიმე დღეში აცნობა.

გამოძიება ყაჩაღობის, ყაჩაღობაში თანამონაწილეობისა და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 24-179-ე მუხლის მე-2 "ბ" და მე-3 "ბ" და 177-ე მუხლის 2-ე ნაწილით).

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია