ფოთში, ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ვრცელდება ინფორმაცია რომ ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთ სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობდა.