ძლიერი სეტყვა თელავისა და ყვარელის რაიონებში - დაზარალებული სოფლები

ძლიერი სეტყვა თელავისა და ყვარელის რაიონებში - დაზარალებული სოფლები

ცოტა ხნის წინ ძლიერმა სეტყვამ თელავის რაიონის სოფელი სანიორე დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა აცნობეს, სეტყვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დასეტყვილია ყურძნის მოსავალი.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 100 ტონა ყურძენი დაზიანდა. მისი თქმით, გლეხებს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებაში ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება. გამგებლის ცნობით, დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო კომპანია "გრუზვინპრომი" 85 თეთრად ჩაიბარებს. თელავის რაიონში ამ დროისთვისაც ძლიერი ჭექა-ქუხილია. დაზარალდა ასევე ყვარლის რაიონიც. შილდაში სეტყვა დაახლოებით 21:30 საათზე მცირე ინტერვალით ორჯერ განმეორდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სეტყვის შედეგად დაზიანებულია ვენახები. ზარალის შესახებ ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი არ ფლობს.

როგორც ილია მზექალაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განიცხადა, სტიქიის შედეგად მიყებული ზარალის დათვლა დილიდან დაიწყება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია